Brashop.ge არ არის თეთრეულის მაღაზია კლასიკური გაგებით, როდესაც თქვენ მოდიხართ, ხედავთ პროდუქციას ვიტრინაზე ან საკიდზე, ირჩევთ, შედიხართ გასახდელში (ან არ შედიხართ) და შემდეგ ყიდულობთ სალაროსთან. ჩვენ გთავაზობთ ახალ ფორმატს - თეთრეულის ინდივიდუალურ შერჩევას სხეულის სტრუქტურის თავისებურებების, მკერდის ფორმისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში თეთრეული არ შეგიქმნით არანაირ დისკომფორტს და იქნება მაქსიმალურად კომფორტული ტარების დროს. ამ სერვისს ბრაფიტინგი ჰქვია, რომელიც ჩვენთან ინგლისიდან შემოვიდა. ამის შესახებ დაწვრილებით ჩვენს ფეისბუქზე ვისაუბრებთ. ასეთი სერვისის გაწევისას თქვენთან ერთად ფიტინგ ოთახში მუშაობს კონსულტანტი, ბრაფიტერი, რომელიც ყველა თქვენი სურვილის მოსმენის შემდეგ დაგეხმარებათ სწორი ბიუსტჰალტერის მოდელის და რაც მთავარია, სწორი ზომის შერჩევაში.
ამიტომაც წინასწარი ჩაწერის ფორმატი გულისხმობს შეხვედრას კონსულტანტთან - თეთრეულის შერჩევის პროფესიონალთან. გასაკვირი ხომ არ არის წინასწარი ჩაწერა ექიმთან, კოსმეტოლოგთან, მანიკურის სპეციალისტთან ან თმის ვარცხნილობაზე. ჩვენც ანალოგიური მიდგომა გვაქვს. წინასწარი ჩაწერა უპირველეს ყოვლისა თქვენი კომფორტია ☺ ვიზიტის მომენტისთვის თქვენ გელოდებათ ფართო და კომფორტული მოსარგები ოთახი, კონსულტანტი და ერთი საათი დრო იმისთვის, რათა მოისინჯოთ ყველაფერი ის რაც მოგეწონებათ☺
მიღება ხდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით?
არა, ყოველთვის არა. თუ ჩვენთან წინასწარი ჩაწერის გარეშე მოხვალთ და ყველა კონსულტანტი დაკავებული იქნება კლიენტებით, ჩვენ იმავე წუთს ვერ მიგიღებთ და შემოგთავაზებთ 2 ვარიანტს: • დაელოდოთ სანამ კონსულტანტი გათავისუფლდება (თუ მას აქვს თავისუფალი დრო ჩაწერის შემდეგ) • ჩაგწერთ სხვა მოსახერხებელ დროსა და დღეს
რამდენი ხნით ადრე უნდა ჩაეწეროთ შოუ-რუმში?
იდეალურ შემთხვევაში, მინიმუმ 1 დღით ადრე. თუმცა, თუ სპონტანურად გადაწყვეტთ ჩვენთან მოსვლას, შეგიძლიათ უბრალოდ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ WhatsApp-ზე და გაიგოთ შესაძლებელია თუ არა მოსვლა ახლა (ან 1-2 საათში), ჩვენ გიპასუხებთ, დაგაკვალიანებთ და ჩაგწერთ.