დღეს გვინდა ვისაუბროთ ფორმადაკარგულ მკერდზე. ხშირად, ეს არის სრულიად ბუნებრივი პროცესი, რომელიც ხდება ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ჯერ განვსაზღვროთ რა არის „მკერდის ფორმის დაკარგვა".
მასტოპტოზი, ან უბრალოდ სარძევე ჯირკვლების პტოზი, არის სარძევე ჯირკვლის დაქვეითების პროცესი, რომელსაც თან ახლავს სარძევე ჯირკვლის მოცულობის შემცირება, ჯირკვლის სიმკვრივის დაქვეითება, ქსოვილის ელასტიურობის დაკარგვა, სარძევე ჯირკვლების მიდამოში კანის დაჭიმვა, არეოლას და ძუძუს პოლუსების გადაადგილება.