პრობლემა ნომერი 1 - ზურგის ტკივილი
დიდი მკერდის მქონე ქალბატონებს ხშირად თან ახლავს ხერხემლის პრობლემები. რა თქმა უნდა, ისინი შეიძლება დაუყოვნებლივ არ გამოჩნდნენ. ნებისმიერი მკერდი თავის მფლობელს წინ და ქვევით ქაჩავს. რაც უფრო დიდია გულმკერდი, მით უფრო დაძაბულია ზურგის კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფენ წონასწორობას. ამის შედეგია სიარულის ცვლილება, ხერხემლის გამრუდება, ოსტეოქონდროზის, გულის და ფილტვის დაავადებების რისკის გაზრდა.